ექსკლუზივი-გურიის გუბერნატორი სამსახურის თანამშრომლებს საკუთარ სახლ-კარს ალაგებინებს

გურიის ცნობილი გუბერნატორის კიდევ ერთი სკანდალი. იყენებს თუ არა გია სალუქვაძე დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს საკუთარი სახლ-კარის მოსავლელად. ვიდეო კადრებში, რომლებიც როგორც ავტორები ამბობენ სალუქვაძის ეზოშია გადაღებული, ადამიანები მონურ შრომას აპროტესტებენ.

კურიერი გაჩვენებთ ექსკლუზიურ ვიდეოს, რომელშიც ჩანს, როგორ მუშაობენ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები გია სალუქვაძის სახლსა და ეზოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუბერნატორი სახელმწიფო სტრუქტურების თანამშრომლებს პირადი საქმეების მოსაგვარებლად იყენებს. ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ სალუქვაძემ დასუფთავების სამსახურს სიდედრის დაკრძალვა დაავალა.

თავად გუბერნატორი ყველა ბრალდებას უარყოფს.

rustavi2.com

Comments
Loading...