ექსპერტი: ლარიზაციის პროცესში ჩართვის შემთხვევაში, სესხის ძირითადი თანხა დაახლოებით, 8%-ით შემცირდება

ექსპერტი ფინანსურ საკითხებში ლევან ქისტაური ლარიზაციის გეგმას მიზანშეწონილად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ამ პროცესით „გალარებული“ ვალდებულებები მსესხებლებს დაახლოებით, 8%–ით შეუმცირდებათ.

„მე პირადად მხარს ვუჭერ ამ გეგმას და მიზანშეწონილად მიმაჩნია პირველ რიგში, როგორც სოციალური აქცია, ვინაიდან ძალიან ბევრ ადამიანს, მათ, ვინც ამ გეგმას დათანხმდება, რადგან ეს ნებაყოფლობითია, მათ სესხის ძირითადი თანხა დაახლოებიოთ 8% ით შეუმცირდებათ“, – აღნიშნა ქისტაურმა.

მისივე თქმით, დედოლარიზაციის კუთხით ეროვნული ბანკი, რომელიც ლარის მეშვეობით ქვეყნის ეკონომიკაზე მოქმედებს, მაღალი დოლარიზაციის პირობებში, ეროვნული ბანკის გავლენა ეკონომიკაზე შეზღუდულია.

„ეს ღონისძიება მნიშვნელოვნად ვერ შეამცირებს დოლარიზაციას, მაგრამ ეს და სხვა მსგავსი ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ ეროვნული ბანკის ინსტრუმენტები უფრო ქმედითი და ოპერატიული გახდეს, რაც შემდეგ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება“, – განაცხადა ქისტაურმა.

საქართველოში, მთავრობის ინიციატივით, ლარიზაციის ერთჯერადი გეგმა 17 იანვრიდან ამოქმედდება.

Comments
Loading...