ექვსი წლის მოსკოველმა ბიჭუნამ „თბილისო“ ვირტუოზულად შეასრულა
რუსეთის „პირველი არხის“ გადაცემა Угадай мелодию-ში, ექვსი წლის ალექსანდრე ბეილერიანმა ფურორი მოახდინა.
კონკურსანტმა ტაბლოზე წარმოდგენილი ყველა მელოდია გამოიცნო და იმღერა. მათ შორის იყო სიმღერა „თბილისო“.
განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა მოზარდმა „მუსიკალურ დუელში“ ცნობილი შოუმენი მაქსიმ გალკინიც „არ დაინდო“.