ექვთიმე თაყაიშვილის ქონების აღწერა: 1 ვედრო- ძველი; 1 ტაფა- ძირგახვრეტილი; 1 თეფში…
ეროვნული არქივი კვირის დოკუმენტის პროექტის ფარგლებში, ექვთიმე თაყაიშვილის ლევილის ბინაში არსებული ქონების აღწერის შესახებ დოკუმენტს აქვეყნებს.
„ვედრო ძველი – 1 … ტაფა ძირგახვრეტილი – 1 … თეფში – 1 …”.
პარიზი, ლევილი, 1926 წელი…
დოკუმენტი დაცულია ეროვნულ არქივში, საისტორიო ცენტრალური არქივის ლევილის ქართველთა სათვისტომოს ფონდში.
„კვირის დოკუმენტი” ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.