ერაყში ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, აბუ მუჰამად ალ-ადნანი, დაიჭრა

ერაყში ავიადარტყმების შედეგად ISIS-ის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრი, დაჯგუფების პრესსპიკერი, აბუ მუჰამად ალ-ადნანი, დაიჭრა.

ამის შესახებ ინფორმაციას როიტერსი ერაყელი სამხედროებისგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომლის თანახმად, ალ-ადნანი პროვინცია ანბარში დაიჭრა.

აღნიშნული ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა.

Comments
Loading...