ერაყში მებრძოლი ვეტერანი სამხედროები შესაძლოა სამხედრო დანაშაულის მუხლით გაასამართლონ

ვეტერანი ბრიტანელი ჯარისკაცები, რომლებიც ერაყში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ, შესაძლოა სამხედრო დანაშაულის მუხლით გაასამართლონ.

საგამოძიებო კომისიის ცნობით, არსებობს სერიოზული დარღვევების, მათ შორის მკვლელობების მთელი რიგი შემთხვევები, რომლებიც შესაძლოა სამხედრო დანაშაულის ნიშნებს შეიცავდეს.

კომისია სულ ათას 500–ზე მეტი დაზარალებულის საქმეს განიხილავს. გავრცელებული ცნობით, 300–მდე მათგანის წინააღმდეგ აკრძალული მეთოდები იქნა გამოყენებული.

Comments
Loading...