“Erdinger Tbilisi” – ქართულ-ევროპული რესტორანი (მიმოხილვა)

თბილისი, ქალაქი რომელიც ევროინტეგრაციისკენ მიისწრაფვის, ძალიან ბევრი, ევროპულ სტანდარტებთან შეუსაბამო „მომსახურები სფეროში“ გაუმართავი კვების დაწესებულებაა.

საქართველო სამწუხაროდ ნაკლებადაა განებივრებული ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისი რესტორნებითა და ბარებით. თუ სასწაული მოხდა და დიდი ძებნის შემდეგ, ფანტასტიური გარემოს, მომსახურეობისა და გემრიელი კერძების მქონე რესტორანს შეხვდებით, ფასები იმდენად არაკომფორტულია რომ ქართველი საშუალო ბიუჯეტის მქონე ადამიანი ნაკლებად თუ გასწვდება. არადა ჩვენ ხომ „ევროპელები“ვართ…

გუშინ საღამოს MPRESS.GE-ს მთელი კოლექტივი თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე(21ა), ახლად გახსნილ ევროპულ-ქართულ რესტორან ERDINGER-ს ვეწვიეთ, რომელიც გადის ხარისხის კონტროლს და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს მომსახურე პერსონალი გემრიელ საკვებს, ღიმილით მოგართმევთ. ფრაზა „კლიენტი ყოველთვის მართალია“ ზედმეტადაც კი გათავისებული აქვთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში ფასები, ინტერიერი და რაც მთავარია, ქართულ საკვებთან ინტეგრირებული ევროპული სამზარეულოა.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი გახსნილია, უკვე ძალიან ბევრი სტუმარიც ჰყავს და მათ შორის რათქმაუნდა ქართული „ბომონდის“ წარმომადგენლებიც არიან.

სასიამოვნო მუსიკის ფონზე, თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ როგორც ევროპული ასევე ქართული სამზარეულო. ან უბრალოდ მეგობართან ერთად დასხდეთ ფინჯან ყავაზე სასაუბროდ.

რესტორანი განთავსებულია სამ სართულზე, სხვადასხვა დიზაინით შეგიძლიათ დატკბეთ სამი სხვადასხვა სახის დიზაინით.
ERDINGER FACEBOOK PAGE

Erdinger Tbilisi“-ის დირექტორი ზეზვა ბოგვერაძე:

12596662_581764798648166_747365015_o

“ჩვენი რესტორანი გაიხსნა 2015 წლის 17 დეკემბერს, ჩვენ სტუმრებს ვთავაზობთ ქართულ-გერმანული სამზარეულოს. რესტორანი სტუმრებს იღებს დილით 10 საათიდან და მასპინძლობს ღამის 2 საათამდე, სამზარეულო იკეტება პირველ საათზე. გვაქვს ფილიალი საბურთალოზე, ცინცაძის 26 ნომერში. ჩვენს მენიუში შედის როგორც ქართული ტრადიციული კერძები, ასევე ევროპული. გვაქვს გერმანული საფირმო სასმელი ერდინგერი,ასევე ლუდი ფიშერი და რათქმაუნდა ყველანაირი დასახელებისა და სახეობის როგორც უალკოჰოლო ასევე ალკოჰოლური სასმელები.
რაც შეეხება ფასებს, იგი ადაპტირებულია და მაქსიმალურად მისაღებია საზოგადოებისთვის. გვაქვს ლუდზე მისაყოლებელი ფაბ მენიუ, ძეხვეული, კანჭი და ა.შ
რაც შეეხება საფირმო კერძს ეს არის, კანჭი რომელიც გათვლილია შვიდ პერსონაზე,ასევე გერმანული სოსისები ბეკონთან ერთად, ასევე მჟავის ასორტი ძეხვეულთან ერთად…
ეს არის ბისტროზე აგებული პაბი სადაც არის ფონური მუსიკა, სასიამოვნო გარემო და ხუთვარსკვლავიანი მომსახურეობა”

ბევრს აღარ გავაგრძელებთ და მოგცემთ საშუალებას დაათვალიეროთ ამ არაჩვეულებრივი დაწესებულების ფოტოები…

ERDGINER TBILISI

Comments
Loading...