ერდოღანი: ევროკავშირის ნაცვლად შეგვიძლია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში შევიდეთ

რაც არ უნდა მოხდეს, თურქეთს არ სჭირდება ევროკავშირში გაერთიანებისკენ სწრაფვა, ვინაიდან ამ ალიანსის გარდა შეგვიძლია შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში გავწევრიანდეთ. ამ ორგანიზაციის წევრია რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი, – აღნიშნულის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.

“თურქეთი უნდა დაწყნარდეს, არაა საჭირო იმის ძახილი, რომ ევროკავშირში უნდა შევიდეთ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს. ასეთია ჩემი მოსაზრება. რატომ არ უნდა გაერთიანდეს თურქეთი შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციაში?”, – აღნიშნავს ერდორანი.

წყარო : ipress.ge

Comments
Loading...