ერდოღანი იმედოვნებს, რომ მომავალ კვირას პარიზში პუტინს შეხვდება


სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ რუსეთს უფლება აქვს, რეაგირება სამხედრო გზით მოახდინოს, – განცხადება ამის შესახებ სათათბიროს სპიკერმა რუმინული ტელევიზიის ეთერში გააკეთა.

სერგეი ნარიშკინმა თურქეთის ხელისუფლების ქმედებას “წინასწარ დაგეგმილი დანაშაული” უწოდა, რომელზეც “პასუხი უნდა აგონ”.

რეჯეფ ტაიფ ერდოღანი კი მომავალ კვირაში პარიზში დაგეგმილ კლიმატური ცვლილებების სამიტზე ვლადიმერ პუტინთან პირისპირ შეხვედრის იმედს გამოთქვამს, თუმცა კრემლი ანკარის შეთავაზების დათანხმებამდე ბოდიშის მოხდას ითხოვს.

პარალელურად აზერბაიჯანის პრეზიდენტმა მზადყოფნა გამოთქვა, რომ რუსეთსა და თურქეთს ურთიერთობის დარეგულირებაში დაეხმაროს.

Comments
Loading...