ერდოღანისა და პუტინის პირისპირ შეხვედრა გადაიდო

რუსეთ-თურქეთის სამიტი, რომელიც დეკემბერში სანკტ-ბეტერბურგში უნდა გამართულიყო, გადაიდო. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

შესაბამისად, რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა ვეღარ შედგება.

ამასთან, რუსეთ-თურქეთის ფორუმის თავმჯდომარის მოადგილე ლიუბოვ გლებოვამ განაცხადა, რომ საზოგადოებრივი ფორმატები, როგორც წესი, სახელმწიფოთა მეთაურების შეხვედრას ითვალისწინებს და სწორედ ასეთი ფორმატის გამართვა იყო დაგეგმილი. მისი თქმით, ფორუმი მას შემდეგ დაიწყებს მუშაობას, როგორც კი ასეთი შეხვედრა მოეწყობა.

შეგახსენებთ, რუსეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც ნოემბერში თურქეთმა რუსეთის კუთვნილი “სუ-24” ჩამოაგდო.

Leave A Reply

Your email address will not be published.