ერდოღანმა პუტინს შეთავაზება გაუკეთა: “გავავდგები, თუ ეს ბრალდება დამტკიცდება”

თურქეთის პრეზიდენტ რეჯიბ ტაიპ ერდოღანის თქმით, გადადგება თუ მოსკოვი დაამტკიცებს, რომ რუსული თვითმფრინავი თურქეთმა ISIS-სთან ნავთობით ვაჭრობის დასაცავად ჩამოაგდო.

„როგორც კი ეს ბრალდება დამტკიცდება, ჩვენი ერის ღირსების კარნახით გავაკეთებ ამას”, – უთხრა ერდოღანმა ჟურნალისტებს პარიზში, კლიმატის სამიტზე.

CNN-ის ინფორმაციით, მან აქვე დასძინა, რომ თუ ბრალდებები სიცრუეა, მაშინ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა გადადგეს.

„ვეკითხები პუტინს, დარჩება თუ არა თანამდებობაზე”, – განაცხადა ერდოღანმა.

Leave A Reply

Your email address will not be published.