ერეკლე ყიფიანი – რესპუბლიკური პარტიის ადგილი ხელისუფლებაში არ არის!

„საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის“ წევრმა, ერეკლე ყიფიანმა, თავდაცვის სამინისტროსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე განცხადება გააკეთა.
კარგად მოგეხსენებათ, რესპუბლიკური პარტია წლების მანძილზე რას წარმოადგენდა. მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ ოდესმე 2 %-ან ბარიერს თუ გადალახავდნენ, მითუმეტეს, რომ ასეთ საპასუხისმგებლო პოსტებს დაიკავებდნენ. ჩვენთვის მიუღებელია, ისეთ სტრუქტურას, რომელზეც ქვეყნის უსაფრთხოება, თავდაცვა და საქართველოს სახელმწიფოებრივობა დგას, მართავდეს ისეთი ამორალური, უპასუხიმგებლო და ფსევდო-ეროვნული მინისტრი, როგორიც თინა ხიდაშელია.
მიუხედავად იმისა, როგორც თავდაცვის მინისტრი, მთავრობის სხვა წევრებთან ერთად ყოფილიყო გარანტი შუალედური არჩევნების მშვიდობიანად და რაც მთავარია სამართლიანად ჩატარებისა, მან პირდაპირი, უხეში ჩარევით, მთავრობის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად მიიღო მონაწილეობა არჩევნების გაყალბებაში, რათა მისთვის სასურველ კანდიდატს გაემარჯვა. ჩვენ არ გვინდა ქართულ ჯარს არჩევნების გამყალბებელი თინა ხიდაშელი არცხვენდეს!! თითოეულ თქვენგანს მოგიწოდებთ შემოგვიერთდეთ და მიიღოთ მონაწილეობა ჩვენი ორგანიზაციის მიერ შემუშავებულ პეტიციაში, რომელიც გულისხმობს: კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ გაწვეულ იქნას რესპუბლიკური პარტია რომ 2016 წლის არჩევნებში მათ ვერ შეძლონ კვლავ ამოეფარონ სხვის რეიტინგებს. დაუშვებელია ქვეყნის მართვის სადავეების მოპოვებაში და გაძლიერებაში მათ თავად კოალიცია „ქართული ოცნება“ უწყობდეს ხელს , სწორედ ამიტომ მოვუწდოებთ, ხელისუფლებას , ჩვენს პრემიერ მინისტრსა და პარლამენტს, დაუყოვნებლივ გაიყვანონ რესპუბლიკური მოწამლული პარტია მათი რიგებიდან.

Comments
Loading...