ერეკლე ყიფიანი – უნდა დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურები!

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ეროვნული ახალგაზრდული მოძრაობის’’ წევრის, ერეკლე ყიფიანის განცხადებით:“უნდა დაიწყოს იმპიჩმენტის პროცედურები.
“პიროვნება’’ გიორგი მარგველაშვილი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მართველობის პერიოდში იყო მთავრობის ღია კრიტიკოსი და აფასებდა მას, როგორც კორუმპირებულ და ავტორიტარულ ხელისუფლებად , ამჟამად, როგორც პრეზიდენტი, პირდაპირი გზით ასხამს წყალს ისეთი ანტიეროვნული ძალების წისქვილზე, როგორებიც არიან – ე.წ. ნაციონალური მოძრაობა, თავისუფალი დემოკრატები და რესპუბლიკური პარტია. „განაციონალებულ-გალიბერასტებულ“ მარგველაშვილს ხელიდან არ გაუშვია თითქმის არც ერთი ვეტოს უფლება, რითაც აშკარად შეგნებულად აფერხებს საკანონმდებლო უწყების მუშაობას, ანუ ეწევა გამიზნულ საბოტაჟს. განათლების სამინისტროში, მინისტრ სანიკიძის თაოსნობით, დატოვა ისეთი კადრები, რომლებიც პირდაპირ სკოლის ასაკიდან იწყებენ მომავალი თაობის გადაგვარებას. ,,რუსთავი2’’-ის სასამართლო პროცესის პარალელურად გააკეთა მკვეთრი პოლიტიკური განცხადება, რაც მოიაზრება სასამართლოზე პირდაპირ ზეწოლად. ვგმობ ,,პრეზიდენტ’’ მარგველაშვილის მცდელობას არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიცია ერთ კოალიციად ჩამოაყალიბოს, რადგან ბუნდოვანი და გაუგებარია რეალური განზრახვა. ჩვენი ორგანიზაციისთვის მიუღებელია ქვეყნის სათავეში იდგეს ისეთი ადამიანი, რომლისთვისაც ეროვნული ღირებულებები ფასეულობას არ წარმოადგენს და რომელიც ხელს უწყობდეს ფსევდოეროვნული ძალების გაძლიერებას და წინა პლანზე წამოწევას. გაპრეზიდენტებისთანავე, მარგველაშვილი ალიანსშია ლიბერასტულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ყოველივე ზემოთ ნახსენები ქმედება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოს საზიანოდ და ქართველი ერის ინტერესების საწინააღმდეგოდ, რის გამოც, ჩვენი თვალსაზრისით, აუცილებელია პარლამენტმა დაიწყოს ცრუ-ნაციონალების ხელის-ბიჭად ქცეული ე.წ. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის იმპიჩმენტის პროცესი”

Comments
Loading...