ეროვნული ბანკი: მაღალ ინფლაციას არ დავუშვებთ

საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურება დოლარის გლობალურ გამყარებისა და თურქული ლირის გაუფასურებით არის გამოწვეული.

„გაცვლითი კურსის ბოლო პერიოდის გაუფასურების მიზეზები ფუნდამენტური ფაქტორების (დოლარის გლობალური გამყარება, თურქული ლირას გაუფასურება) და მოლოდინების ერთობლიობაა. მიუხედავად ფუნდამენტური ფაქტორებისა, ჩვენი წინასწარი შეფასებით, მიმდინარე კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე რაციონალური მოლოდინები განაპირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაშია აღნიშნულია, რომ ეროვნული ბანკი მის ხელთ არსებულ ისნტრუმენტებს გამოიყენებს, რათა კურსის მერყეობა შეარბილოს და ინფლაცია არ დაუშვას.

„გაცხადებული სტრატეგიის შესაბამისად, ეროვნული ბანკი გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს სავალუტო ბაზარზე ჭარბი მერყეობის შესარბილებლად, ისე, რომ ლარის კურსი ფუნდამენტურ ფაქტორებთან შესაბამისობაში დარჩეს. საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის რისკების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას.

ეროვნულ ბანკს აქვს სათანადო შესაძლებლობა და ინსტრუმენტები, რომ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია. თავის მხრივ, ზომიერი ინფლაცია გაცვლითი კურსის გრძელვადიან სტაბილურობას და ეკონომიკის მდგრად ზრდას განაპირობებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

Leave A Reply

Your email address will not be published.