ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატის ვინაობა ცნობილია

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ დროისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატურაა შესული. ესენი არიან გიორგი ბაქრაძე, ნია შარაშიძე, არჩილ იაკობაშვილი და გიორგი ფაილოძე.

გიორგი ბაქრაძე ამჟამად ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის მრჩევლის თანამდებობას იკავებს. ეკონომისტი ნია შარაშიძე საერთაშორისო სავალუტო ფონდში საქმიანობს, არჩილ იაკობაშვილი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორია, რაც შეეხება გიორგი ფაილოძეს, ის პროფესიით ფინანსისტია და ამჟამად უცხოეთში მოღვაწეობს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების მიღებას 27 იანვარს დაასრულებს, რის შემდეგაც დარგის ექსპერტებთან კანდიდატურების განხილვა დაიწყება.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გიორგი ქადაგიძეს ვადა 2016 წლის თებერვალში ეწურება. ახალი პრეზიდენტი საბჭოს წევრებიდან აირჩევა.

Comments
Loading...