„ეროვნულმა ფორუმმა“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა

ეროვნული ფორუმის“ თავმჯდომარე კახა შარტავამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა და მაჟორიტარი დეპუტატობის ექვსი კანდიდატი წარადგინა.
საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ გაიმართა.

„ეროვნული ფორუმის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გლდანი/მუხიანში – დავით დარახველიძე, ჭიათურაში – ანი მიროტაძე, ნაძალადევში – თემურ მაისურაძე, საბურთალოზე – რევაზ შავიშვილი, ვაკეში – გიორგი ხეჩინაშვილი, ხოლო გორში – სოსო ვახტანგაშვილი იქნება.

Comments
Loading...