„ერთ კვირაში „თბილისი მოლიდანაც“ გამოგვაგდეს – რატომ გამოაგდეს ქრისტინე იმედაძე „ისთ ფოინთიდან“ და „თბილი მოლიდან“

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში წერს: „ეს ფოტო სხვა ქვეყანაშია გადაღებული, აფთიაქში. თოი ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს და ყველა ქვეყანაში ნებისმიერ კაფეში, სავაჭრო ცენტრში, მაღაზიაში და აფთიაქშიც კი საპატიო სტუმარია, წყალსაც სთავაზობენ!

დაახლოებით ერთი თვის წინ მე და თოი ისთ ფოინთს ვეწვიეთ, სადაც ქუჩაში მდგომმა დაცვის ბიჭმა ტერიტორიის დატოვება მოგვთხოვა.

-ქუჩიდან მაგდებთ კილონახევრიანი ძაღლის გამო-თქო ?!- კიო, აქ ძაღლი აკრძალულიაო. ნიშანი სად კიდიათქო? და ერთ-ერთ ცარიელ ფართზე მიმითითა, სადაც რემონტი მიმდინარეობდა .

მივხვდი, რომ დისპუტს აზრი არ ქონდა და დავტოვეთ ტერიტორია.

ერთ კვირაში თბილისი მოლიდანაც გამოგვაგდეს.

საზღვარგარეთ დახურულ შენობებს , რომლებსაც გადახაზული ძაღლის ნიშანი აქვს, თოის ზომის ძაღლს პრობლემა არ აქვს. მაქსიმუმ ზრდილობიანი თხოვნით მოგმართონ რომ ძირს არ დასვა.

პ.ს ისთფოინს რომ ვტოვებდით ზუსტად იმ დროს ქუჩის ძაღლმა შეირბინა ტერიტორიაზე.- აცხადებს იმედაძე

Comments
Loading...