“ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელისუფლება შეცვალოს, ჩვენი პარტიაა”
“საერთაშორისო ორგანიზაციების წინა კვლევა ჩატარებული იყო აგვისტოში, ჩვენ კი აქტიური მუშაობა და ოფისების გახსნა სექტემბრიდან დავიწყეთ.
პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში თავისუფალ დემოკრატებს წამყვანი პოზიცია გვიჭირავს.
საზოგადოების 50%-ზე მეტს ჯერ ვერ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მიემხროს, რაც გვაძლევს შანსს, ეს ადამიანები ჩვენს უპირატესობაში დავარწმუნოთ.
დღეს ქართული ოცნების რეიტინგი მცირდება, ნაციონალური მოძრაობის იგივე რჩება. ერთადერთი პარტია, რომელსაც აქვს პოტენციალი, ხელისუფლება შეცვალოს, ჩვენი პარტიაა.” – ირაკლი ალასანია