“ერთი ბოდიში მაინც მოიხადონ, იმაზე არიან გაბრაზებულნი, როგორ მოხვდა ეს კადრები ინტერნეტქსელში“

უკრაინული საიტის მიერ ინტერნეტში გავრცელებულ წამებისა და გაუპატიურების კადრებს, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი კიდევ ერთხელ ეხმაურება.

როგორც უმრავლესობის წევრმა გაზეთ „ახალ თაობას“ განუცხადა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავის დროზეც მშვენივრად იცოდა ყველაფერი, ამ იდეოლოგიას იცავდნენ და დღესაც იცავენ ამის დამკვეთებს.

„იმის ნაცვლად, თავი დახარონ, ამ ყველაფრის გამო ერთი ბოდიში მაინც მოიხადონ, იმაზე არიან გაბრაზებულები, როგორ მოხვდა ეს კადრები ინტერნეტქსელში. ის რატომ არ ადარდებთ, რომ ამ კადრებში მოყვანილ ადამიანებს ცხოვრება გაუმწარეს და ცოცხლად მოკლეს?!“ – აცხადებს დეპუტატი.

Leave A Reply

Your email address will not be published.