ერთი დაღუპული და 16 დაშავებული – თურქეთში აფეთქება მოხდა

ტანკერზე აფეთქების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 16 კი, მძიმედ დაშავდა. ინციდენტი თურქეთის დასავლეთ ნაწილში მოხდა, ამის შესახებ ადგილობრივი იუწყება.

პირველად ინფორმაციით, დაღუპულია ტანკერზე მომუშავე იტალიელი რობერტო მონტეგურდია. დაშავებულებიდან 15 იტალიელი და ერთი რუმინელია. ისინი ამ დროისთვის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

რამ გამოიწვია აფეთქება ჯერჯერობით უცნობია.

შენიშვნა: ფოტო არ ასახავს მომხდარ ფაქტს

Comments
Loading...