„ერთი დღის განმავლობაში ველოსიპედები მოიპარეს, განათებები დააზიანეს“ – სპორტული კლუბი ინფორმაციას ავრცელებს –

ველოსიპედი, რომლის დატრიალებაც მრგვალ ბაღს ანათებდა, დაამტვრიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული კლუბი “წრე” სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„ძალიან გვიხარია, რომ თქვენ მიერ გამომუშავებული ენერგიით მრგვალი ბაღის საახალწლოდ განათების ინიციატივას ასეთი დადებითი მასშტაბური გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ, რამდენიმე ადამიანმა ეს პროექტი საფრთხის ქვეშ დააყენა.

ერთი დღის განმავლობაში ველოსიპედები, საახალწლო განათებები და ე.წ. “დინამოები” მოიპარეს, დააზიანეს, რომლებიც ენერგიას გამოიმუშავებდა.

ამის შემდეგ იძულებული გავხდით, ინსტალაციის დარჩენილი ნაწილი ჩვენ თვითონვე მოგვეხსნა. აქვე გვინდა გითხრათ, რომ ეს ამბავი ჩვენს სამომავლო გეგმებს ხელს ვერ შეუშლის და წლის განმავლობაში არაერთ მსგავს პროექტს შემოგთავზებთ“, – ნათქვამია სპორტული კლუბის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments
Loading...