“ერთი თვის წინ დაქორწინდნენ” – თბილისში ბუნებრივი აირის გაჟონვით ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა

თბილისში, აეროპორტის დასახლებაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი დაიღუპა.

როგორც “ნიუპოსტს” ოჯახის ახლობელმა განუცხადა, გარდაცვლილები დღეს დილით იპოვეს. ისინი ბესო ბარათელი და ია გვიშიანი არიან, რომლებიც ერთი თვის წინ დაქორწინდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლის, მესამე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა მოჰყვა.

newposts.ge

Comments
Loading...