„ერთი ვიდეოც არსებობს – პატიმარი ყელამდე ქვიშაში ჩამარხეს და ცოლი მის თავს ზემოთ გააუპატიურეს!!!“

პირველ რიგში, ბოდიშს გიხდით იმისთვის, რასაც ახლა თქვენ წაიკითხავთ, იმიტომ, რომ ეს ამბავი ნამდვილად მძიმეა… ეს ამბავი ე.წ. სამეგრელოს კასრებში აღმოჩენილ ერთ-ერთ ვიდეოფირზეც არის აღბეჭდილი, რის შესახებაც ერთმა ადამიანმა მომიყვა.

დავიწყებ თავიდან:

რამდენიმე დღის წინ ჩემს „ფეისბუკ”-გვერდზე ერთ მამაკაცს მივწერე (მისი კომენტარი წავიკითხე ერთგან და მივხვდი, რაღაცები იცოდა). გავეცანი ამ ადამიანს და დავინტერესდი, რა ინფორმაციები ჰქონდა ხელთ. საქმე ეხება იმ წამებისა და გაუპატიურების ამსახველ კადრებს, რომელიც სამეგრელოს კასრებში აღმოაჩინეს და რომელთა უმცირესი ნაწილიც ამ დღეებში გასაჯაროვდა. ამ მამაკაცს აღნიშნულ კადრებზე ვთხოვე ინტერვიუს მოცემა, რა თქმა უნდა, ანონიმურობის სრული გარანტიით, რაზეც ის დამთანხმდა და მითხრა – ტელეფონით არ ჩავწეროთ, ვრცელ წერილს დავწერ და რა ამბებიც მე ვიცი, იმას მოგიყვებითო. რა თქმა უნდა, დავთანხმდი. მას წერილი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გადმოეგზავნა ჩემს ელექტრონულ ფოსტაზე, ამიტომ სამშაბათს შევეხმიანე, მაგრამ, სამწუხაროდ, როგორც ჩანს, შეეშინდა (არადა, გავიმეორებ, ანონიმურობის სრული დაცვით შევთავაზე მას ეს ინტერვიუ) და ჩემს მიწერილებს აღარ უპასუხა… არ მინდა, უხეშად გამომივიდეს, მაგრამ ასეთ მშიშარა ადამიანებს პატივს არ ვცემ! თუ არ შეგიძლია, რაღას მპირდები, ვინმე გაძალებს?!.

ახლა მთავარი: სანამ ინტერვიუზე შევთანხმდებოდით, რომელიც მერე აღარ შედგა, მან მომწერა ერთი კონკრეტული ამბავი, რაც მან იცის და მისი საშინელი, უსაზიზღრესი შინაარსის მიუხედავად, გადავწყვიტე, ეს ამბავი გავასაჯაროო. რა თქმა უნდა, ანონიმურობას ვიცავ და ამ პიროვნების ვინაობას არც ახლა და არც შემდეგში არავითარ შემთხვევაში არ გავამჟღავნებ!

ამ ამბავში საგულისხმოა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი: ის პირუტყვი, ვისზეც ქვემოთ იქნება საუბარი, იმ პერიოდში ზუგდიდში კონკრეტულ ქუჩაზე მუშაობდა ერთერთ დაწესებულებაში და მას, ალბათ, ბევრი ზუგდიდელი სახეზეც იცნობს.

ვინაიდან რესპონდენტმა ეს ამბავი დიალოგის რეჟიმში მომიყვა, ამიტომ მის სიტყვებს ერთად ამოვკრეფ და ისე დავწერ:

„ვიცი, ეგენი რას აკეთებდნენ ზუგდიდში (საუბარია „ნაცმოძრაობის” რეჟიმის იმ ნაბიჭვრებზე, ვინც ხალხს აწამებდა, აუპატიურებდა და რაც ე.წ. სამეგრელოს კადრებში აღმოჩენილ ფირებზეა ასახული. – ნ.ლ.), მთელ ქალაქში იციან. ყველაზე მთავარი – პატიმრის ცოლების გაუპატიურება! თუ ვინმე ლამაზი გოგო გაივლიდა ქალაქში და თვალს დაადებდნენ, მის მეუღლეს დაიჭერდნენ ნარკოტიკებზე, ან ხელს გამოტყუებდნენ და მერე დაიჭერდნენ. ერთი ვიდეოც არსებობს – პატიმარი ყელამდე ქვიშაში ჩამარხეს და ცოლი მის თავს ზემოთ გააუპატიურეს!!! ადამიანი, რომელიც ამათ 30 ლარად დაჰყავდათ პატიმრების გასაუპატიურებლად, ზუგდიდში სოხუმის ქუჩის ერთ-ერთ ავტოსამრეცხაოში მუშაობდა!!! უხერხულია მოყოლა, ისეთი რაღაც გაუკეთეს შემდეგ ქმარს, მერიდება ამის თქმა… (აქ ჩავაცივდი, მომიყევით, ჟურნალისტი ვარ და რაც არ უნდა უხერხული იყოს, უნდა ვიცოდე-მეთქი) რა ქნეს და როცა ცოლი მის თავსზემოთ გააუპატიურეს, სპერმა ქმარს სახეზე შეასხეს!!!! ამ 30-ლარიანის სახელი და გვარი დამავიწყდა, გავიგებ და მოგწერ, დაზარალებულებს ვერ ვიტყი”.

დაზარალებულის ვინაობის გაგება არც მე მინდოდა და ამ ადამიანს რომც ეთქვა, მაინც არ დავწერდი, არავითარ შემთხვევაში!

ეს მხოლოდ ის ერთი ამბავია, რაც ამ ადამიანმა ჩემთან მიმოწერაში მითხრა და ძალიან სამწუხაროდ, შემდეგ ვრცელი წერილის გადმოგზავნის შეეშინდა!

მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რა ნაგვები იყვნენ „ნაცმოძრაობის” სისტემაში, ვეღარ ვითვლი… მერამდენედ მიწევს იმის თქმა, რომ მაგათი ჯიში აძაღლდეს!!! მერამდენედ უნდა გაგვისკდეს ხალხს გული… კიდევ რა კოშმარული ამბებისა და კოშმარული კადრების გავრცელების მომსწრენი გავხდებით, ღმერთმა უწყის…

ხელისუფლება! გამოიძიეთ, ვინ მონაწილეობდა ხალხის წამებაში, ხოცვასა და გაუპატიურებაში! მხოლოდ 11 ადამიანის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა არ არის სამართლიანობის აღდგენა! გამოიძიეთ ყველა ასეთი სისასტიკე და დასაჯეთ დამნაშავეები, დასაჯეთ!!! გამოიძიეთ ეს ყველაფერი, თორემ არ მოხდება აქ კარგი ამბავი, გული მიგრძნობს!!!

ნინო ლაბარტყავა
გაზეთი „ალია

Comments
Loading...