ერთიანი ნაციონალური მოძრაობა სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის ლევან მურუსიძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ტესტებთან დაკავშირებული სკანდალი არის პოლიტიკური სპეკულაცია, არ ეთანხმებიან საპარლამენტო ოპოზიციაში.

ერთიან ნაციონალურ მოძრაობის წარმომდგენლებისთვის, მურუსიძის არგუმენტები კატეგორიულად მიუღებელია. საპარლამენტო უმცირესობა მოსამართლეების მიმართ განხორციელებულ ზეოწოლაზე საუბრობს და ამბობს, რომ პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს დააყენებს.

„ხდება კონკრეტული მოსამართლეების დაშინება, დაქვემდებარება და ჩვენება იმისა , რომ ნებისმიერი მოსამართლე თუ ის ამოიღებს ხმას, თუ ის იტყვის სიმართლეს , განმეორდება ის რაც მოხდა ახვლედიანთან მიმართებაში. ჩვენ გვექნება კონსულტაციები საპარლამენტო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით და ჩვენ ამ საკითხს დავაყენებთ,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

Comments
Loading...