ერთხელ ჩემს ბანერს უწმაწურობა მიახატეს, მეორედ საერთოდ თავი მომაჭრეს – სევდია უგრეხელიძე

ჩემი ბანერი ორჯერ დაზიანდა. ერთხელ მიახატეს ისეთი რაღაც, რაც მე არც მინახავს ისეთი უწმაწურობა იყო და პოლიციაში დევს ეს მტკიცებულებები. მეორედ თავი ამომაჭრეს, მომაჭრეს საერთოდ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, სევდია უგრეხელიძემ განაცხადა.

გადაცემა “ღამის კონტაქტში” სევდია უგრეხელიძენ ირაკლი კობახიძის განცხადებები “წითელქუდას” ახალ ვარიანტს შეადარა.

“ეს არ არის რაღაც ზღაპარი. ჩვენ ირაკლი კობახიძისგან მოვისმინეთ “წითელქუდას” ახალი ვარიანტი: ცუგრუმელა გოგიჩაიშვილს კეთილს და საყვარელს მგელი სევდია უგზავნის რაღაცეებს რაღაც მიზნით და უნდა გადაყლაპოს და გადაარჩინეს გადაყლაპვის და შეჭმისაგან. ასეთი სასაცილო ზღაპრების არცერთი ფაქტი არ არის და თუ ასეთი ფაქტი მართლა არსებობს უნდა იცოდეს პოლიციამ, უნდა იყოს გამოძიებული და დასჯილი”, – განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

Comments
Loading...