ერთსქესიანთა ქორწინება საქართველოში- საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შევიდა

ლგბტ პირების უფლებების დამცველი გიორგი ტატიშვილი, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დასაშვებად სამართლებრივ ბრძოლას იწყებს. ტატიშვილი ითხოვს სასამართლომ ძალადაკარგულად სცნოს სამოქალაქო კოდექსის ის ნორმა, რომლითაც განმარტებულია, რომ “ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა”.

“სასარჩელო მოთხოვნაა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმის შედარება მოხდეს კონსტიტუციის იმ ნორმასთან, რომლის მიხედვითაც უნდა დადგინდეს ოჯახის, როგორც დეფინიციის შემადგენლობაში კაცისა და კაცის, ქალისა და ქალის, ან ქალისა და კაცის ერთობა, რაც დააზუსტებს კანონთან კონსტიტუციის შესაბამისობას. ამის საფუძველზე ლგბტ ორგანიზაცია მოითხოვს ერთსქესიანთა ქორწინებას, რაც ლეგალიზებული უნდა იქნას სწორედ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით. სარჩელის ერთ-ერთი მოთხოვნაა სამოქალაქო კოდექსის იმ ნორმის დროებით ძალადაკარგულად ცნობა, სანამ საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომლის მიხედვით ქორწინება შეიძლება მხოლოდ ქალისა და მამაკაცის ერთობით”, – განმარტა ლგბტ უფლებების დამცველმა, ადვოკატმა გიორგი ტატიშვილმა.

წყარო: AMBEBI.GE

Comments
Loading...