„ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეთა მედროშეები „რესპუბლიკელები“ და „ნაციონალები“ არიან“

„ქართული დასის“ ხელმძღვანელის ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების მომხრეთა მედროშეები „ნაციონალური მოძრაობა“ და „რესპუბლიკური პარტია“ არიან.

ამის შესახებ ბაღათურიამ გაზეთ „ახალ თაობასთან“ საუბრისას განაცხადა.

„რესპუბლიკელები“ ამას არც მალავენ, ისინი არამარტო მხარს დაუჭერენ ამ საკითხს, ამის მედროშეები არიან. როგორც ჩანს, პარლამენტში სხვებიც არიან, ვინც ამას მხარს დაუჭერს. საქმე იქამდე მივიდა, რომ ეს საკითხი ხალხმა უნდა გადაწყვიტოს და არა პოლიტიკურმა სპექტრმა და საკონსტიტუციო სასამართლოს არალეგიტიმურმა თავმჯდომარემ, რომელიც ნაქურდალ სახლში ცხოვრობს.
ხოლო რა ფორმით გადაწყვეტს ამას ხალხი, ქუჩაში გამოვა ერთი მილიონი ადამიანი და შეაზანზარებს ამით ხელისუფლებას, თუ რეფერენდუმს მოითხოვს, ეს ტექნიკური საკითხია“ – აცხადებს ბაღათურია.
წყარო: ახალი თაობა

Comments
Loading...