ერთსქესიანთა ქორწინების საქართველოში დაკანონების საფრთხე რეალურია

უფლებადამცველთა გაერთიანების’’ თავმჯდომარის ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმიანება საზოგადოებაში ატეხილ ვნებათაღელვას და საფრთხეს ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებასთან დაკავშირებით, საფრთხე კი მას შემდეგ გაჩნდა, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა ტრანსგენდერ ,,მაცაცოს” – იგივე გიორგი ტატიშვილის სარჩელი, რომლითაც ის მოითხოვს, არაკონსტიტუციურად იცნოს სამოქალაქო კოდექსის ის დებულება, რომლითაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა გარანტირებული!

ნიკოლოზ მჟავანაძის განცხადებით: ,,ის რაც საბერძნეთში უძველეს ქრისტიანულ ქვეყანაში მოხდა სავსებით რეალურია ჩვენთანაც განმეორდეს. დასავლეთ ევროპაში მხოლოდ იტალიაღა დარჩა სადაც ერთსქესიანთა ქორწინება არ დაკანონებულა, თუმცაღა იტალიის მმართველი პარტია და პრემიერ მინისტრი მატეო რენცი ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას წელსვე აპირებენ, მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა რომელიც ამ საკითხის ირგვლივაა.

მაქვს ინფორმაცია, რომ დასავლეთის ფონდებიდან გამოყოფილია მილიონობით დოლარი, ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონების კამპანიის მხარდასაჭერად საქართველოში, რომელსაც ქართული გრანტიჭამიები უკვე ითვისებენ. იმისათვის რომ არ მოხდეს ის, რაც მთელს ევროპაში უკვე მოხდა, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდება ჩანაწერი შემდეგი რედაქციით: ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა.

მოვუწოდებთ ასევე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნუ გახდება მძევალი გარკვეული ჯგუფებისა, რომლებიც დასავლეთიდან მიღებული ფინანსებით ცდილობენ ქვეყანა უფსკრულის პირას მიიყვანონ. ჩვენთვის ასევე კარგადაა ცნობილი, რომ ვინმე ტრანსგენდერ მაცაცოს უკან, რომელმაც შეიტანა სარჩელი რეალურად დგანან ის გრანტიჭამიები რომლებიც უკვე კარგა ხანია აწარმოებენ ბრძოლას ეროვნული ფასეულობების, ეკლესიის და სახელმწიფოს წინააღმდეგ’’.

Comments
Loading...