„ეს 300 ხმოსანი იქნება ხელისუფლების მოკავშირე 300 მგოსანი” – ირმა ინაშვილი

„ეს სამასი ხმოსანი იქნება ხელისუფლების მოკავშირე სამასი მგოსანი,“- ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა ზუგდიდში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე განაცხადა.

მან პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილებაზე საუბრისას აღნიშნა, რომ მმართველობის მოდელის ცვლილება საზოგადოებასთან შეთანხმებული უნდა იყოს.

რაც შეეხება გაუნაწილებელი მანდატების განაწილებას, ინაშვილის თქმით, არჩევნებზე გაუნაწილებელი ხმების პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის განაწილება უსამართლო იქნება. მან მმართველ გუნდს გაუნაწილებელი ხმების განაწილების რამდენიმე ვარიანტი შესთავაზა.

„დარჩენილი ხმები საერთოდ არ გადანაწილდეს და ვინც რა მიიღოს, ისე შევიდეს პარლამენტში. შემდეგი არის ბუნებრივი ბარიერი, დარჩენილი გასანაწილებელი ხმები სამართლიანად გადანაწილდეს პარტიებზე,“ – განაცხადა ინაშვილმა.

Comments
Loading...