„ეს არ არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის ან კოალიციის დამსახურება“

პარლამენტის ფრაქცია „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი ზურაბ აბაშიძე ვიზების ლიბერალიზაციასთან დაკავშირებულ წარმატებას რომელიმე პოლიტიკურ ძალას თუ კოალიციას არ მიაწერს.

„ჩვენ ბუნებრივად უნდა ვიყოთ იქ, სადაც არის ჩვენი ადგილი. ეს არის ევროკავშირი, ეს არის ევროატლანტიკური სივრცე, რა თქმა უნდა. აქედან გამომდინარე, ეს უნდა შეფასდეს სახელმწიფოებრივად, პირველ რიგში. ეს არ არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ძალის ან კოალიციის დამსახურება. ეს არის ქვეყნის, თითოეული მოქალაქის, ჩვენი ქვეყნის თითოეული გულშემატკივრის, ვისაც სჯერა, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ეს უვიზო მიმოსვლა, ევროკავშირის, შენგენის სივრცეში“, – განაცხადა აბაშიძემ.

Leave A Reply

Your email address will not be published.