ეს არის განზრახ მკვლელობა

დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, დიმიტრი ლორთქიფანიძის შეფასებით, ალექსი პეტრიაშვილის დაჭრის ფაქტი, განზრახ მკვლელობის მცდელობად უნდა გადაკვალიფიცირდეს.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ „პირველ პრესკლუბში“ აღნიშნა, რომ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერზე, ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის მოტივი პირადი იყო თუ არა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

პოლიტიკოსმა შინაგან საქმეთა სამინისრტოს და მთავარ პროკურატურას მოუწოდა, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებაზე შუალედური დასკვნა გამოაქვეყნონ.

„არავითარი 117-ე მუხლით გათვალისწუინებული დანაშაულს ადგილი არ ჰქონია, ეს არის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებში. ვფიქრობ, რომ შინაგან საქმეთა ორგამოებმა და მთავარმა პროკურატურამ შუალედურად მაინც უნდა გააკეთოს დასკვნა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით“,-განაცხადა ლორთქიფანიძემ.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 26 თებერვალს, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს, რის შედეგადაც მას ორი სასწრაფო ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
წყარო: PIA.GE

Comments
Loading...