ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური, წინასაარჩევნო ავანტიურა!

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე

„ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი კონკრეტულ საქმეზე, პრემიერს გავუგზავნე წერილი, ერთ-ერთი პირის ცნობა დაზარალებულად არ ხდება და გამოძიების დაჩქარება ვითხოვე. საიდანაც აბსოლუტურად კანონიერი პასუხი მომივიდა, აღნიშნული იყო, რომ პროკურატურა დამოუკიდებელია, ხოლო პრემიერ-მინისტრი და მისი სამსახური ამ სტრუქტურის საქმიანობაში ვერ ერევა. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან პრემიერ-მინისტრისთვის ასეთი სიის გაგზავნა არის პოლიტიკური ავანტიურიზმის უმაღლესი გამოხატულება. რა ნამუსით საუბრობს ეს ხალხი გამოუძიებელ საქმეებზე, როდესაც უამრავი გამოუძიებელი საქმე წლების განმავლობაში თაროებზე ჰქონდათ შემოწყობილი?! ყველაფერს თავი დავანებოთ, მარტო რობაქიძის საქმე ეყოფა მაგათ… აქედან გამომდინარე, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის” წინასაარჩევნო ტრიუკი, ვითომ ხალხზე, საზოგადოებაზე ზრუნავენ, თითქოს ანაღვლებთ, რომ საქმეების გამოძიება თურმე არ ხდება და ა.შ…
„ჩემი შენ გითხარიო” – იმას ჰგავს ეს ყველაფერი. ათიათასობით ხალხი ქუჩაში რომ გამოდიოდა და მიტინგს აწყობდა, რომლებიც საქმეების გამოძიებას ითხოვდნენ, მაშინ სად იყვნენ? კობა დავითაშვილზე თავდასხმის საქმე გამოძიებული აქვთ? გამოძიებული აქვთ ჩემს ოჯახზე, ჩემზე თავდასხმის ფაქტი? ჩამოთვლა რომ დავიწყო, სამი დღე არ მეყოფა, იმდენ გამოუძიებელ საქმეს დაგისახელებთ.
„ნაციონალები” პოლიტიკური შოუს შემქნელი ხალხია და ამით წინაასაარჩევნოდ რაღაც ქულების დაწერა სურთ. დამიჯერეთ, ეს პარტია არის მკვდარი. ისტორიის ნაგვის ურნაში გადასროლილი პოლიტიკოსები არიან, რომლებიც აღარავის აინტერესებს და მათი ვითომ წუხილი და გულშემატკივრობა გამოუძიებელ საქმეებზე პოლიტიკური ფანდია და ეს ნამდვილად ვერ უშველით”
, – აცხადებს ხაჭაპურიძე.

წყარო: reportiori.ge

Comments
Loading...