ეს ბრძოლა მოგებულია და ეს ჩვენს დროს ხდება

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის” წევრმა ნიკა ქავთარაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა.

 

„უამრავი აზრი მიტრიალებს თავში, ძალიან ბევრი რამის დაწერა და თქმა მინდა- ბრაზიანის, სევდიანის, სასაცილოსი, მაგრამ ერთს ვიტყვი და მოვრჩები: ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც ჩვენთან ერთად იბრძვის ადამიანის თავისუფლებისთვის ამ ქვეყნაში, ყველას, ვინც დათესა მარიხუანა, ვინც მხარს გვიჭერს, გვამხნევებს და რაც მთავარია ქართულ ტელევიზიებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს, ჩართვის ჯგუფების წევრებს, რომლებიც მთელი დღე მუშაობდნენ ჩვენს გვერდით და რაც ხდებოდა ”გირჩის” ოფისში ტელემაყურებლებს აჩვენებდნენ. ეს ბრძოლა მოგებულია და ეს ჩვენს დროს ხდება. ყველანი ძალიან მიყვარხართ, გაუმარჯოს თავისუფლებას!“,– წერს ქავთარაძე.

ავტორ(ებ)ი : Geotimes.ge
Comments
Loading...