“ეს ხალხი მოკლულია თქვენს მიერ” (ფოტოკოლაჟი +18)

ჟურნალისტი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში რამოდენიმე ფოტოს და სტატუსს აქვეყნებს

“პირველ რიგში ბოდიშს ვიხდი ამ მძიმე ფოტოების გამოქვეყნებისთვის… ამოვიდნენ ყელში! მინდა ქვეყანაში გაუარესებულ კრიმინალურ მდგომარეობაზე მოვიშვიშე, მირონმდინარე ნაციონალურ მოძრაობას ვუთხრა – ცალკე აღებული კრიმინალი სხვა თემაა და როდესაც კრიმინალებს თავად ხელისუფლების მაღალ თუ დაბალჩინოსნები წარმოადგენენ – სხვა. ეს ხალხი მოკლულია არა მხოლოდ თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროს, არამედ თქვენს მიერ და ამ ხალხის უკან ოჯახები დგას – გაუბედურებული ხალხი , რომელთაც ყოველდღიურ რეჟიმში თქვენი უტიფრული ღაღადის ატანა უწევთ. ასე რომ, სანამ ბულკ სახეებს დაიყენებთ და ბუკა პეტრიაშვილზე “იდარდებთ”(ღმერთმა კარგად ამყოფოს), მანამდე გაიხსენეთ – გვახსოვს!” -წერს თიკო თვალაძე

Comments
Loading...