“ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” – საკონსტიტუციო სასამართლო განხილვაზე უმრავლესობაში განსხვავებული აზრი აქვთ

კამპანიის “ეს შენ გეხება – ისევ გვისმენენ” ფარგლებში მომზადებული სარჩელის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვას ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობა.

სამოქალაქო სექტორის სარჩელით გასაჩივრებულია ძალოვანების მიერ სასამართლოს ნებართვის გარეშე მოქალაქეების მოსმენა. ფრაქცია ქართული ოცნების წევრს მიაჩნია, რომ ამ კანონში შესაცვლელი არაფერია

„ის კანონპროექტი, რომელზე ახლა დაობენ, გაცილებით წინ გადადგმული ნაბიჯია, ვიდრე იყო წინა ხელისუფლების დროს და მე მიმაჩნია, რომ ეს ასე უნდა დარჩეს და იქ სადაო არ მგონია რამე იყოს,“ – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

განსხვავებული აზრი აქვს მისივე გუნდის წევრს, ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების თავმჯდომარის მოადგილეს. თამარ კორძაიას შეფასებით, ეს კანონი არ არის ისეთი მაღალი სტანდარტის, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას. მისივე თქმით, მას ძალიან აინტერესებს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება.

Leave A Reply

Your email address will not be published.