ეს სია გაგაოცებთ – რა ეკრძალებათ ქალებს არაბეთში

ამბობენ, საუდის არაბეთში ქალებს უფრო მეტი აკრძალვები აქვთ, ვიდრე უფლებებიო. მათ ეკრძალებათ მანქანის მართვა, მამაკაცის თანხლების გარეშე გარეთ გასვლა, სპორტულ ღონისძიებეზე დასწრება. აკრძალვების უმრავლესობა ტრადიციულია, რომლის დარღვევის შემთხვევაში ქალის მოკვლაც არ არის გამორიცხული.
რაიმეს გაკეთება მამაკაცის (ქმრის) ნებართვის გარეშე …
მამაკაცი – მეურვე ხშირ შემთხვევაში ქმარი, მამა ან ძმაა. ეს არის ადამიანი, რომელიც მთლიანად მართავს ქალის ცხოვრებას. მისი ნებართვის გარეშე ქალს არ შეუძლია დაქორწინება ან განქორწინება, განათლების მიღება, წასვლა სამოგზაუროდ, თანხმობის მიცემა გეგმიურ ოპერაციაზეც კი. უბრალოდ ურთიერთობა მეურვე მამაკაცთან (საქმის გარეშე) მკაცრად აკრძალულია.
რაიმე ისეთი ქმედების შესრულება, რაც აისახება მეურვე მამაკაცის ღირსებაზე…
მეურვე მამაკაცი, რომელიც იცავს ქალს, უფლებამოსილია მოითხოვოს მისგან გონივრული საქციელი. ითვლება, რომ თუ მეურვე დაკარგავს კონტროლს ქალზე, ის დაკარგავს ღირსებას საზოგადოების თვალში. თუ ქალი თავისი საქციელით შეურაცხყოფს მეურვეს, კაცი უფლებამოსილია დასაჯოს და მოკლას კიდეც ქალი. ასეთი დასჯის შემთხვევები საუდის არაბეთში ძალზედ ხშირია. 2007 წელს მამამ მოკლა ახალგაზრდა შვილი, როდესაც გაიგო, რომ მას მიმოწერა ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცთან ფეისბუქზე.
სპეციალური სამოსი
უცხო მამაკაცი რომ არ მოიხიბლოს, ქალი ვალდებულია საზოგადოების თავშეყრის ადგილებში დაიფაროს სხეულის ნაწილები-სახის ოვალის, ხელის მტევნებისა და ტერფების გარდა. ზოგიერთ პროვინციურ ქალაქებში ქალი ვალდებულია დაიფაროს მთელი სახე-თვალების გარდა და ხელის მტევნები. თუმცა 2011 წლიდან რელიგიური პოლიცია ქალებისგან ითხოვდა თვალების დაფარვასაც ზედმეტი “სექსუალურობის” დასაფარად.
სპეციალური “ქალური” ზონები საზოგადოებრივ ადგილებში
ნებისმიერ საზეიმო შეკრებებზე გაყოფილები არიან ქალები და კაცები. სახლების უმრავლესობას ორი შესასვლელი აქვს – ქალებისთვის და კაცებისთვის. გაყოფილია ასევე ყველა საზოგადოებრივი დაწესებულება: სავაჭრო ცენტრები, გასართობი პარკები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საგანმანათლებლო დაწესებულებები. სკოლის მოსწავლეები სწავლობენ სხვადასხვა შენობაში, სხვადასხვა დროს, რათა გოგონები და ბიჭები არ შეხვდნენ ერთმანეთს.
იმუშაოს იქ, სადაც მოსწონს
დავიწყოთ იქიდან, რომ საუდის არაბეთში საერთოდ არ მოიაზრება ქალის მუშაობა. ადრეული ასაკიდან გოგონებს ასწავლიან, რომ მათი მთავარი მოვალეობაა ბავშვების გაჩენა და გაზრდა, ოჯახური კერის შენარჩუნება და ოჯახის კეთილდღეობისთვის ზრუნვა. ქალს შეუძლია მუშაობა, ოღონდ სპეციალურ სფეროში და სპაციალურ დაწესებულებაში. მას შეუძლია იმუშაოს ექიმად, ექთნად და მასწავლებლად. ამასთან, მას სამსახურში მოწყობა შეუძლია მხოლოდ მეურვის თანხმობის შემდეგ.
დაესწროს სპორტულ ღონისძიებებს
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში არსებობს ქალთა სპორტული ჯგუფები, მათ არც ერთ სპორტულ შეჯიბრებაში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ. 2008 წლამდე საუდის არაბეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე არ ჰყავდა წარმოდგენილი სპორტსმენი ქალები.
მანქანის მართვა
მამაკაცი მეურვის თანხლების გარეშე სახლიდან გასვლაც კი არ შეიძლება, რომ არაფერი ვთქვათ მანქანით ქალაქში გადაადგილებაზე. ქალებს მანქანის მართვა აკრძალული აქვთ
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა
როგორც წესი, ქალებს ეკრძალებათ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა. ჯერ ერთი, საშიშროებაა უცხო მამაკაცთან კონტაქტისა, მეორე ბევრი სატრანსპორტო კომპანია უარს აცხადებს ქალების გადაყვანაზე. არსებობს მატარებლები, სადაც სპეციალური სექციებია ქალებისა და კაცებისთვის ცალ-ცალკე.
მეორე ნახევრის შერჩევა
მიუხედავად იმისა, რომ 2005 წელს რელიგიურმა კომიტეტმა ოფიციალურად აკრძალა იძულებითი ქორწინება, დღემდე არსებობს მოლაპარაკება სასიძოსა და სასიმამროს შორის – ქალის გარეშე. სიტუაციას ართულებს ისიც, რომ ქვეყანაში არ არსებობს მინიმალური საქორწინო ასაკი. უმაღლესი რელიგიური მოღვაწეები თვლიან, რომ გოგონა მზად არის ქორწინებისთვის 9, ხოლო ბიჭი – 15 წლის ასაკში. ისინი ამბობენ, რომ გოგო უნდა გათხოვდეს მანამ, სანამ სქესობრივად მომწიფდება. ქვეყანაში ოფიციალურად დაშვებულია მრავალცოლიანობა. კაცს შეიძლება ჰყავდეს 4 ცოლი.
ვადაზე ადრე გათავისუფლება
საუდის არაბეთში რელიგიურ პოლიციას შეუძლია დააპატიმროს ქალი ნებისმიერ რამეზე. მაგ: არასწორ ჩაცმულობაზე, უცხო მამაკაცთან საუბრის დროს. თუ მოხდა გაუპატიურების შემთხვევა, ამ დროსაც ქალს აპატიმრებენ და ბრალს დებენ იმაში, რომ მას არასათანადოდ ჰქონდა დაფარული სხეულის ნაწილები, რამაც გამოიწვია მამაკაცის აგზნება. ამასთან, ქვეყანაში არსებობს ტრადიცია, რომ მსჯავრდებული ვადამდე გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ ზეპირად ისწავლის ყურანს ან მიიღებს შეწყალებას მეფისგან. ეს პრივილეგია ეხებათ მხოლოდ კაცებს. ქალი შეუძლია გაათავისუფლოს მხოლოდ მეურვე მამაკაცმა. ხშირად მეურვეები ითხოვენ სასჯელის გამკაცრებას ან გახანგრძლივებას. ზოგჯერ უარსაც კი ამბობენ მასზე.

დიდი გამოხმაურება მოჰყვა შემთხვევას, რომელიც 2015 წელს მოხდა. ქალმა მალულად გადაუღო ვიდეო თავის ქმარსა და მოსამსახურეს კოცნის დროს, რომელიც გამოაქვეყნა ინტერნეტში. ამჟამად ამ ქალს ემუქრება პატიმრობა და 87,6 ათასი ევროს ჯარიმის გადახდა: “მეუღლის ღირსების შეურაცხყოფისთვის”.

წყარო: radio23.ge

Comments
Loading...