“ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს” – გრიგორი კარასინი თინა ხიდაშელს აკრიტიკებს

ჟენევაში კონსულტაციები მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მეორე დღის ფარგლებში შეხვედრა უკვე ორ საათზე მეტია მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე კი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებები შეაფასა და აღნიშნა, რომ მინისტრის განცხაება ყველა ზღვარს სცილდება.

“მთავარი საკითხია საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან მკაფიო ანტირუსული რიტორიკა. პირველ რიგში, ეს ეხება თავდაცვის მინისტრს თინა ხიდაშელს, რომელმაც განაცხადა, რომ რუსებისთვის სანქციები სულერთია, რადგან ეს ხალხი მიჩვეულია 900 დღე ძაღლების და კატების ჭამას. იგულისხმება ლენინგრადის ბლოკადს. ეს უკვე აღემატება ყველა ზღვარს,”– განაცხადა კარასინმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ საქართველო-NATO-ს ურთიერთობების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი პოზიციას არ შეიცვლის.

“ჩვენთვის სულერთი არ არის რომელ სამხედრო პოლიტიკურ ბლოკში არიან ჩვენი მეზობლები. რა თქმა უნდა გვაშფოთებს რუსეთის საზღვრებთან ნატოს სხვადასხვა ცენტრისა და ოფისის გახსნა. ეჭვი არავის შეეპაროს, პოიზიციას არ შევიცვლით. გეპოლიტიკური ამოცანები უნდა გადაიჭრას ეროვნულ ინტერესების მიხედვით. არჩევანი კი საქართველოს ხელისუფლებაზეა,”– განაცხადა კარასინმა.

ჟენევის მოლაპარაკებების ფარგლებში ქართული მხარე დღევანდელ შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შეიარაღების საკითხზე გაამახვილებს ყურადღებას ასევე ყურადღება გამახვილდება რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არ აღიარებულ ხელისუფლებებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ.

საუბრის კიდევ ერთი მთავარი თემა შეხვედრაზე გალის რაიონის სკოლებში ქართული ენის სწავლების აკრძალვაა.

Leave A Reply

Your email address will not be published.