ესტონეთის პრეზიდენტმა მესამედ იქორწინა

განქორწინებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ესტონეთის პრეზიდენტმა ოჯახი მესამედ შექმნა. ტომას ჰენდრიკ ილვესის ახალი რჩეული ლატვიის თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი იევა კუპცეა.

ესტონეთის ლიდერი მას უკვე 10 წელია იცნობს, ისინი ერთად მუშაობდნენ ევროპარლამენტში. 61 წლის ილვესი მეორე მეუღლეს აპრილში ხმაურიანი სკანდალის ფონზე დაშორდა.

მაშინ ესტონეთის პირველი ლედი ფოტოგრაფებმა კლუბში 28 წლის ფრანგ ახალგაზრდასთან ერთად გადაიღეს.

Comments
Loading...