Euronews: სკუტერების წარმოება ჩერდება

ამერიკული კომპანია Segway-ის განცხადებით, ორბორბლიანი გადასაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების წარმოება 15 ივლისიდან ჩერდება. დინა კეიმენის გამოგონება წლების განმავლობაში პოპულარობით სარგებლობდა თითქმის ყველა კონტინენტზე ტურისტებს შორის. მას მოიხმარდნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლებიც, თუმცა 15 ივლისიდან, ამ სახით გადაადგილება ეკრძალება ყველას, როგორც მოქალაქეებს ასევე ტურისტებს. ინფორმაციას ავცრელებს Euronews.

კომპანიის ხელმძღვანელობამ ეს გადაწყვეტილება პანდემიის გამო მიიღო, და მიზეზი არ უკავშირდება იმ ავტოავარიების რაოდენობას, რომლებიც ტრანსპორტის ამ სახეობაზე მოდიოდა. კრიზისის გამო გაყიდვების რიცხვი მნიშვნელოვნად შემცირდა, კომპანია გაკოტრების წინაშე დადგა და თავის შენახვასაც ვეღარ ახერხებდა.

რეალურად, იდეა, რომელიც კომპანია Segway-ს შექმნაში და ტრანსპორტის ამ სახეობის გამოგონებაში იყო ჩადებული, გულისხმობდა სატრანსპორტო სექტორში ახალი სიტყვის თქმას და რევოლუციის მოხდენას, მაგრამ არ გამოუვიდათ და პირიქით ავტოავარიების წინაპირობა გახდა. ამიტომ ადამიანები ერიდებოდნენ მის შეძენას და მხოლოდ რამდენიმე წუთისა თუ საათის დაქირავების შედეგად მოიხმარდნენ, ხოლო საკუთრებაში მისი ყოლა არავის უნდოდა.

კომპანიის პრეზიდენტის ჯუდი კაის შეფასებით, 2019 წელს სკუტერების გაყიდვებიდან მოგება მცირე იყო და ეს მაჩვენებელი მიმდინარე წელს კიდევ უფრო შემცირდა, ხოლო მთლიანობაში, გამოგონებიდან დღემდე, ანუ 19 წლის განმავლობაში 140 ათასი აპარატი გაიყიდა. გეგმაში კი მწარმოებლებს 100 ათასი ერთეულის წარმოება ჯერ კიდევ პირველ წელს ჰქონდათ. თუმცა, არ გამოუვიდათ. მოთხოვნის სიმცირის გამო, მიწოდება წლების განმავლობაში არ გაუზრდიათ, 15 ივლისიდან კი საერთოდ შეწყდება.

Comments
Loading...