„ევრაზიის ფონდის” კვლევით, გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრია

საზოგადოებრივი აზრის კვლევის 2015 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 5% ფიქრობს, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრი. შეკითხვაზე, „არის თუ არა საქართველო ამჟამად ევროკავშირის წევრი?”, 85% უარყოფითად პასუხობს, ხოლო 12% ამბობს, რომ არ იცის. 2015 წლის მონაცემებთან შედარებით, 2013 წელს 3%-ით მეტი ფიქრობდა, რომ საქართველო უკვე არის ევროკავშირის წევრი. ცხრილი 1 შეკითხვაზე, „არის თუ არა ამჟამად რუსეთი ევროკავშირის წევრი?”- გამოკითხულთა 6% დადებითად პასუხობს. 2013 წლის მონაცემებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 5 %-ით შემცირდა. 26% ამბობს, რომ არ იცის, არის თუ არა რუსეთი ევროკავშირის წევრი. ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი აქვეყნებს ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის 2015 წლის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს. გამოკითხვის საფუძველზე მომზადებულ ანგარიშს ფონდი საზოგადოებას ნოემბრის ბოლოს წარუდგენს. ანგარიში მიმოიხილავს 2015 წლის გამოკითხვისა და ბოლო 7 წლის ძირითად ტენდენციებს. საკითხისადმი საზოგადოების დიდი ინტერესის გამო, ფონდი გამოკითხვის პირველად მონაცემებს ასაჯაროებს. კვლევა მოეწყო შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საქართველოში ნიდერლანდების გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით. გამოკითხვა სი-არ-არ-სი საქართველომ ჩაატარა.

Comments
Loading...