ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი კვლევის მიხედვით 18 % აღნიშნავს, რომ ქართული ოცნების მიმართ დამოკიდებულება დადებითია

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. გამოკითხვა ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებას და ცოდნას ეხება. ერთ-ერთი კითხვა კი შეეხება მოქალაქეთა დამოკიდებულებას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მიმართ.

კითხვაზე – როგორია მათი დამოკიდებულება ქართული ოცნების მიმართ გამოკითხულთა 18 % აღნიშნავს, რომ დამოკიდებულება დადებითია, 36%-ის დამოკიდებულება ნეიტრალურია, ხოლო 33 %-ის უარყოფითი.

რესპუბლიკური პარტია – დადებითი – 10%; ნეიტრალური – 38%; უარყოფითი – 34 %;

გამოკითხვის თანახმად, კოალიციაში შემავალ სხვა პოლიტიკური პარტიების დადებითი განწყობები არ აღემატება 10 %-ს.

გამოკითხულთა დამოკიდებულება თავისუფალი დემოკრატებთან დაკავშირებით ასეთია: დადებითი 19%; 39% პარტიის მიმართ ნეიტრალურად, ხოლო 26% უარყოფითადაა განწყობილი.

გამოკითხვის შედეგად ირკვევა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიმართ მოქალაქეების დამოკიდებულება შემდეგნაირად გადანაწილდა – დადებითი 19%; ნეიტრალური 31%; უარყოფითი 37%;

პატრიოტთა ალიანსი – დადებითი 13%; ნეიტრალური 30%; უარყოფითი 29%;

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ევროკავშირის მიმართ მოსახლეობის დამოკიდებულებისა და ცოდნის გამოკითხვის შედეგებს საზოგადოებას 25 ნოემბერს წარუდგენს.

Leave A Reply

Your email address will not be published.