ევროკავშირი მომდევნო ორ წელში საქართველოში 3.6 მილიონ ევროს პროექტებს განახორციელებს

ევროპის საბჭო და ევროკავშირი 8 ახალ პროექტს წარმოადგენს, რომლებიც საქართველოში განხორციელდება მომდევნო ორი წლის განმავლობაში. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროდან იუწყებიან, პროექტების პრეზენტაცია ხვალ გაიმართება.

გარდა იმ ზემოხსენებული პროექტებისა, რომელთა განხორციელებაც დაგეგმილია საქართველოში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნებთან ერთად საქართველო ამასთანავე 14 რეგიონალურ პროექტშიც იღებს მონაწილეობას.

ამ პროექტების საერთო ბიუჯეტი 3.6 მილიონ ევროს შეადგენს და პროექტები ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

პროექტებს ევროპის საბჭო განახორციელებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისათვის „პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების“ ფარგლებში. პროექტები მიზნად ისახავს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის განხორციელების ხელშეწყობას, ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მხარდაჭერას, პატიმრების სოციალური ინტეგრაცის ხელშეწყობას, ფულის გათეთრებასთან ბრძოლას, მედიის თავისუფლების, პროფესიონალიზმისა და პლურალიზმის ხელშეწყობას, ინტერნეტ თავისუფლების დაცვას და არჩევნების მხარდაჭერას.

მედიის წინაშე პროექტებს წარადგენენ კრისტიან ურსე – საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, იანოშ ჰერმანი -საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მეგი ტაბატაძე – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი და არკადი სიტინი-ევროპის საბჭოს პროგრამული თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულების კოორდინატორი.

Leave A Reply

Your email address will not be published.