“ევროკავშირი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს 2016 წელს გააუქმებს”, – Die Welt

ევროკავშირი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმს 2016 წლის ზაფხულისთვის გააუქმებს. ამის შესახებ ბრიუსელის დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, გერმანული გაზეთი Die Welt წერს.

გამოცემის ცნობით, ევროკომისია აპირებს, რომ უახლოეს დღეებში საქართველოსა და უკრაინის მიერ განხორციელებულ რეფორმებთან დაკავშირებით დადებითი ანგარიში გამოქვეყნოს და ამ ქვეყნების მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ მიმოსვლისთვის მწვანე შუქი აუნთოს.

სტატიაში წერია, რომ ეს შეფასება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის წინაპირობა გახდება, რომ მათ საქართველოსა და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას მხარი დაუჭირონ.

Leave A Reply

Your email address will not be published.