ევროკავშირის მიმართვა საქართველოში მოქმედ პოლიტიკურ ძალებს

ევროკავშირი საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტური მედია და პოლიტიკური გარემო. ამის შესახებ ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მეორე სხდომის შემდეგ გამოქვეყნებულ პრესრელიზში, რომელიც ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ფონზე, საჭიროა “დემოკრატიული იმპულსის” შენარჩუნება.
“საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას, უზრუნველყოს თავისუფალი და პლურალისტული მედია და პოლიტიკური გარემო”, რაც დემოკრატიული არჩევნების ჩატარების წინაპირობაა და თავი შეიკავონ ისეთი ნაბიჯებისგან თუ განცხადებებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის და პოლარიზებას შეუწყობს ხელს. ნათქვამია დოკუმენტში

Leave A Reply

Your email address will not be published.