ევროკავშირმა და აშშ-მ ირანს სანქციები შეუმსუბუქეს

ბირთვული შეთანხმების წარმატებით შესრულების სანაცვლოდ ევროკავშირმა ირანს ეკონომიკური სანქციები მთლიანად, შეერთებულმა შტატებმა კი ნაწილობრივ მოუხსნა. ისტორიული გადაწყვეტილების შესახებ მხარეებმა ვენაში გამოაცხადეს, სადაც ამ საკითზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ ანგარიში წარადგინა.

სანქციების გაუქმებას უკვე გამოეხმაურა ირანის პრეზიდენტი და მას ქვეყნის ისტორიაში ახალი ოქროს ფურცელი უწოდა.

გადაწყვეტილების გამოცხადებამდე, ოფიციალურმა თეირანმა ციხიდან 5 ამერიკელი გაათავისუფლა, მათ შორის ჯაშუშობის ბრალდებით გასამართლებული ვაშინგტონ პოსტის ჟურნალისტი.

Comments
Loading...