ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი – ჰანი

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო – ამ განცხადებით, გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის ურთიერთობის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი, ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტს შორის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმების მიღწევის ფაქტს ეხმაურება.

განცხადებას იოჰანეს ჰანი twitter-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ჰანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი.

„მივესალმები დღევანდელ შეთანხმებას ევროსაბჭოსთან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე. ბედნიერი ვარ, რომ ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ შედეგი გამოიღო. ევროკავშირმა დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, რომელიც მათ დაიმსახურეს“, – წერს იოჰანეს ჰანი.

Leave A Reply

Your email address will not be published.