13 დეკემბერს საფრანგეთის და გერმანის ლიდერებმა, ანგელა მერკელმა და ფრანსუა ოლანდმა მინსკის შეთახმების შეუსრულებლობის გამო მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვეს.
ეკონომიკური სანქციები ევროკავშირმა რუსეთს 2014 წლის ზაფხულში, უკრაინაში განვითარებული საომარი მოქმედებების შემდეგ დაუწესა. ევროპელი ლიდერები რუსეთს მინსკის შეტანხმების შესრულებას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციების მოხსნას არ აპირებენ.
ევროკავშირმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციები 2017 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში, დღეს გამართულ სამიტზე მიიღეს.