ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას მხარი დაუჭირა

ევროკავშირმა საფრანგეთისთვის სამხედრო დახმარების გაწევას დაუჭირა მხარი და ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლი აამოქმედა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.
როგორც “ბიბისი” იტყობინება, შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა, პარიზის ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღეს.
“დღეს ევროკავშირმა, წევრი სახელმწიფოებს თავდაცვის მინისტრების გადაწყვეტილებით, ერთხმად გამოუცხადა საფრანგეთს სრული მხარდაჭერა და საჭირო დახმარების გაწევის მზადყოფნა”, – განაცხადა მოგერინიმ.
საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა ჟან-ივ ლე დრიანმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს მიმართა ოფიციალური თხოვნით, მხარი დაუჭირონ საფრანგეთს, ” ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლაში სირიასა და ერაყში, ასევე გაუწიონ სხვა სამხედრო სახის დახმარება.
ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 42.7 მუხლის თანახმად, “თუ წევრი სახელმწიფო საკუთარ ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის მსხვერპლი გახდა, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, გაეროს წესდების 51-ე სტატიის შესაბამისად, დახმარება და მხარდაჭერა ყველა შესაძლო საშუალებით გაუწიონ”.

Leave A Reply

Your email address will not be published.