ევროკომისიამ მიიღო ახალი 100 მილიონ ევროიანი დახმარების პაკეტი საქართველოსათვის

ევროკომისიამ მიიღო ახალი დახმარების პაკეტი საქართველოსათვის, რომლის საერთო მოცულობა 100 მილიონ ევროს შეადგენს. ეს თანხა ხელს შეუწყობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის “ასოცირების შესახებ შეთანხმებასა” (AA) და მობილურობის თაობაზე შეთანხმებებთან დაკავშირებული რეფორმებს.
დღეს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა განაცხადა: ”ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები ახალ ეტაპზე გადავიდა. ეს დახმარების პაკეტი ხელს შეუწყობს ამ კიდევ უფრო გაღრმავებული ურთიერთობის ცენტრალურ ელემენტებს.”

Leave A Reply

Your email address will not be published.