ევროპარლამენტარები საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას მხარს უჭერენ

“რადიო თავისუფლების” ცნობით, 31 ევროპარლამენტარი აწერს ხელს ღია წერილს, რომელშიც ისინი საქართველოსთვის და უკრაინისთვის სავიზო რეჟიმის მოხსნას ითხოვენ.

გამოცემის ცნობით, წერილის ადრესატები არიან ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი და სხვა მაღალჩინოსნები.

“დარწმუნებული ვართ, რომ უვიზო რეჟიმის უპირობოდ მინიჭება უკრაინისთვის – ისევე, როგორც საქართველოსთვის, რომელმაც ასევე მიაღწია მნიშვნელოვან პროგრესს გამოკვეთილ სფეროებში – აირეკლავს ევროკავშირის ჭეშმარიტ ერთგულებას აღმოსავლეთის პარტნიორობის (პროგრამის) მიმართ, რაც ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა იმ უზარმაზარი სამხედრო, პოლიტიკური, ეკონომიკური და პროპაგანდისტული ზეწოლის ფონზე, რომელსაც განიცდიან ევროკავშირის ეს ასოცირებული პარტნიორები. მეტიც, ეს გააძლიერებს უკრაინის – და ასევე საქართველოს – მიზანსწრაფვას, გააგრძელონ რეფორმების გზა, რაც ამ ქვეყნებში ხელს შეუწყობს პოზიტიურ დემოკრატიულ ცვლილებებს”. ამასთან, პარლამენტარები აცხადებენ, რომ “ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგად, უკრაინის და საქართველოს ხალხები უვიზო რეჟიმით უკვე მომავალ წელს ისარგებლებენ”, – წერს “რადიო თავისუფლება”.

Leave A Reply

Your email address will not be published.